opencaselaw.ch

60119/12

CASE OF Z.H. AND R.H. v. SWITZERLAND - [Georgian Translation] legal summary by the Human Rights Centre, Supreme Court of Georgia

Hudoc Ch · 2015-12-08 · Deutsch CH
Quelle Original Export Word PDF BibTeX RIS

No violation of Article 8 - Right to respect for private and family life (Article 8 - Expulsion;Positive obligations;Article 8-1 - Respect for family life); No violation: 8;8-1

Volltext (verifizierbarer Originaltext)

Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით. Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC. საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N191 2015 წლის დეკემბერი ზ.ჰ. და რ.ჰ. შვეიცარიის წინააღმდეგ (Z.H. and R.H. v. Switzerland) (საჩივარი- N60119/12) გადაწყვეტილება, 8 დეკემბერი, 2015 [მე-3 სექცია] მე-8 მუხლი მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი ოჯახური ცხოვრების დაცულობა ფაქტები: მომჩივნები, ავღანეთის მოქალაქეები, თავშესაფარს ითხოვდნენ შვეიცარიაში. ისინი ადრე იტალიაში დარეგისტრირებულები იყვნენ, როგორც თავშესაფრის მაძიებლები. აპლიკანტები შვეიცარიის ხელისუფლების წინაშე წარდგნენ, როგორც დაქორწინებული წყვილი. მომჩივნების განცხადებით, მათ ირანში რელიგიური წესით იქორწინეს. პირველი მომჩივანი ქორწინების დროს 14 წლის, ხოლო მეორე მომჩივანი 18 წლის იყო. მათ შვეიცარიის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსთვის არ წარუდგენიათ ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი. მომჩივნებს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვათ. მეორე მომჩივანი დააბრუნეს იტალიაში. თავშესაფრის მინიჭებაზე უართან დაკავშირებით სააპელაციო სამართალწარმოებისას, ეროვნულმა სასამართლოებმა, სხვა საკითხებთან ერთად, დაადგინეს, რომ მომჩივნების ქორწინება იყო საჯარო წესრიგთან შეუთავსებელი, რადგან შვეიცარიის კანონმდებლობით სქესობრივი კავშირის დამყარება 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, მომჩივნებს არ შეეძლოთ, მოეთხოვათ კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აპლიკანტები დავობდნენ, რომ მეორე მომჩივნის იტალიაში გაძევება წარმოადგენდა მათი ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევას. სამართალი: მე-8 მუხლი - სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რათა არ დაეთანხმოს შვეიცარიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს დასკვნებს, რომლის მიხედვით მომჩივანთა რელიგიური ქორწინება არ იყო ნამდვილი და ნებისმიერ შემთხვევაში შეუთავსებელი იყო შვეიცარიის საჯარო წესრიგთან პირველი მომჩივნის წლოვანების გამო. სასამართლოს მოსაზრებით, კონვენციის მე-8 მუხლი ვერ განიმარტება იმგვარად, რომ ის ხელშემკვრელ მხარეს ავალდებულებს აღიაროს 14 წლის ბავშვის რელიგიური ან სხვა სახის ქორწინება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ კონვენციის მე-12 მუხლი მკაფიოდ ადგენს ეროვნული კანონმდებლობით ქორწინების რეგულაციის საჭიროებას. ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხო ოჯახური გარემოს შექმნის მნიშვნელობის, აგრეთვე განსახილველი საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რათა განეხილათ მომჩივნების საქმე. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომლის მიხედვითაც მომჩივნები არ იყვნენ დაქორწინებულები, მართებული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნების ურთიერთობა მე-8 მუხლის თანახმად,,ოჯახურ ცხოვრებადაც’’ რომ მიჩნეულიყო, მეორე მომჩივანი შვეიცარიაში დაბრუნდა 3 დღის შემდეგ, მას მიეცა შვეიცარიაში დარჩენის და თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის ხელახლა შევსების უფლება. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ მას მიეცა თავშესაფარი. არც პირველი მომჩივნისთვის შეუშლია ოდესმე ხელი ვინმეს, რომ ის შეერთებოდა მეორე მომჩივანს. საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოებისთვის მიკუთვნებული შეფასების ფარგლების გათვალისწინებით, სამართლიანი ბალანსი იქნა დაცული, ერთი მხრივ, მომჩივანთა შვეიცარიაში ერთად დარჩენის პირად ინტერესსა და, მეორე მხრივ, შვეიცარიის მთავრობის ემიგრაციის კონტროლის საჯარო ინტერესს შორის. დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად). © ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა. იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები