Remainder inadmissible;Violation of Art. 14+8; Violation: 14+8;14;8
Volltext (verifizierbarer Originaltext)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს. Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document. Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document. საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 118 2009 წლის აპრილი გლორი შვედეთის წინააღმდეგ – 13444/04 გადაწყვეტილება 30.4.2009 (I სექცია) მუხლი 14 დისკრიმინაცია სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად ცნობილი პირის ვალდებულება გადაიხადოს გათავისუფლების გადასახადი: დარღვევა მუხლი 8 მუხლი 8-1 პირადი ცხოვრების დაცულობა სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად ცნობილ პირზე გათავისუფლების გადასახადის დაკისრება: მუხლი 8 გამოყენებადია ფაქტები: 1997 წელს მომჩივანი დიაბეტით დაავადების გამო ცნობილ იქნა სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად სამხედრო ექიმის მიერ. 1999 წელს მომჩივანი ასევე გათავისუფლდა სამოქალაქო დაცვის მომსახურების განხორციელების ვალდებულებისგან. 2000 წელს მეორე გათავისუფლება გაუქმდა და მას დაევალა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების გადასახადის გადახდა 2000 წლისთვის 716 შვედური ფრანკის ოდენობით (დაახლოებით 477 ევრო), თანხის გამოანგარიშება მოხდა მოცემული წლისთვის მისი დასაბეგრი შემოსავლის მიხედვით. მომჩივანმა გაასაჩივრა გადასახდელი თანხა იმ საფუძვლით რომ ის გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი. მან მიუთითა რომ ის ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას ემსახურა სამხედრო სამსახურში. 2001 წელს ფედერალურმა საგადასახადო ადმინისტრაციამ აცნობა მომჩივანს, რომ შვედეთის ყველა მამაკაცი მოქალაქე რომელიც არ არის ჯანმრთელობის “განსაკუთრებული” პრობლემის (უუნარობის) მსხვერპლი ვალდებულია გადაიხადოს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების გადასახადი და “განსაკუთრებულ” ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ უუნარობად მიიჩნევა 40%-იანი ზღვარი. 2003 წლის ივლისის გადაწყვეტილებით, უფლებამოსილმა ორგანოებმა მიღეს გადაწყვეტილება სამედიცინო გამოკვლევის და საექსპერტო ანგარიშის საფუძველზე არ მომხდარიყო მომჩივანის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებისთვის დაკისრებული გადასახადის გადახდიდან გათავისუფლება ვინაიდან მისი უუნარობის მაჩვენებლი 40%-იანი ზღვარის დაბლა იყო. ფედერალურმა საგადასახადო სააპელაციო საბჭომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება. 2004 წლის გადაწყვეტილებით, ფედერალურმა სასამართლომ არ ცნო დასაშვებად მომჩივანის ადმინისტრაციული სააპელაციო სარჩელი. კანონი: მუხლი 14 მე-8-ე მუხლთან ერთად - სახელმწიფო გადასახადის გადახდის ვალდებულება მოცემულ საქმეზე წარმოიშვა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო გათავისუფლების შედეგად და შესაბამისად ეს მოხდა პირის ნებისგან დამოუკიდებლად და უდაოდ ჯდება კონვენციის მე-8-ე მუხლის ფარგლებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ ღონისძიების შედეგები მხოლოდ ფინანსურია. რაც შეეხება საქმის არსებით მხარეს, მომჩივანს არ შეუსრულებია მისი სავალდებულო სამხედრო სამსახური ვინდაინ ის ცნობილი იქნა სამხედრო სასამხურისთვის შეუფერებელ პირად ექიმის მიერ. ამის შედეგად კი აღმოჩნდა რომ მას დაეკისრა სადაო გადასახადი, სხვა მსგავს სიტუაციაში მყოფ ადამიანებთან ერთად, იმათი გამოკლებით ვისაც სერიოზული უუნარობა ჰქონდა ან ვინც შეასრულა ალტერნატიული სამოქალაქო მომსახურება. მხოლოდ ის ადამიანები ვინც რწმენის და იდეოლოგიის გამო თქვეს უარი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე დაექვემდებარენ სამოქალაქო მომსახურების ვალდებუელბას. სწორედ ამ საფუძვლით წარადგინა მომჩივანმა სარჩელი. იგივე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ მოპყრობა იყო განსხვავებული ორ ასპექტში. დისკრიმინაციის საფუძვლების ჩამონათვალი მე-14 მუხლში არ არის ამომწურავი, უდაოა რომ ამ დებულების ფარგლებში ჯდება შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვა. ჯერ კიდევ გამოსაკვლევია მოპყრობაში განსხვავება ეფუძნებოდა ობიექტურ და დასაბუთებულ მიზეზებს, ანუ არსებობდა თუ არა გონივრული თანაზომიერი კავშირი დასახულ მიზანს, კონკრეტულად კი გარკვეული თანასწორობის აღდგენა მათ შორის ვინც შეასრულა სამხედრო ან სამოქალაქო ვალდებულება და მათ ვინც გათავისუფლდნენ ამ ვალდებულების შესრულებიდან და გამოყენებულ საშუალებებს შორის. როგორც ჩანს სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით ევროპის არცერთ ქვეყანაში არ მოქმდებდა საგადასახადო ვალდებულება იმ პირებისთვის ვინც სამედიცინო მიზეზების გამო ვერ ასრულებდნენ სავალდებულო სამხედრო ან სამოქალაქო ვალდებულებას. ამასთანავე, მომჩივანის დავალდებულების ფაქტი გადაიხადოს დაკისრებული გადასახადი, მას შემდეგ რაც მას უარი ეთქვა სამხედრო (ან სამოქალაქო დაცვის) მომსახურების გაწევაზე, ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ზღუდავს მათ სრულ მონაწილეობას და ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წევრი სახელმწიფოს მიერ გამოყენებული თავისუფალი შეფასების ფარგლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების დასაწესებლად მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეეხება ამ საქმეში საფრთხის ქვეშ დამდგარ ინტერესებს, სასამართლო ვერ დარწმუნდა რომ საზოგადოების საუკეთესო ინტერესში შედიოდა მომჩივანისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებისთვის გადასახადის დაკისრება. რაც შეეხება მომჩივანის ინტერესებს. თანხა რომელიც მოთხოვნილი იყო როგორც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების გადასახადი არ შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოდ ვინაიდან პირის დასაბეგრი შემოსავალი რის საფუძველზეც გადასახდელი თანხის ოდენობა იქნა გამოთვლილი ძალიან დაბალია. შესაბამისი სახელმწიფო უწყების ქმედება მოცემულ საქმეზე შეკითხვებს ბადებს. პირველი, მათ საკმარისი ყურადღება არ მიაქციეს მომჩივანის პირად გარემოებებს. მას შემდეგ რაც დადგინდა რომ მომჩივანს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები, მომჩივანს არ მიეცა საშუალება გაესაჩივრებინა ეს ვარაუდი, შესაბამისი ფედერალური კანონის ნაწილი 4(1)(ა) და ფედერალური სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე და დაემტკიცებინა რომ პირი რომელსაც აქვს მცირედ შეზღუდული შესაძლებლობა არ არის პროფესიულად უსარგებლო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომჩივანს არ მიეცა საშუალება ედავა რომ მისი შემოსავალი იყო საკმაოდ დაბალი და შედეგად ვალდებულება გადაეხადა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების გადასახადი არ იყო პროპორციული. კანონმდებლობა არ იძლევა გამონაკლისის დაშვების საშუალებას იმ პირებისთვის რომელთა შეზღუდული შესაძლებლობა 40%-იან ზღვარს ქვემოთ იყო მაგრამ რომელთაც ჰქონდათ მწირი შემოსავალი ისევე როგორც მომჩივანს მოცემულ საქმეზე. ბოლოს უნდა აღინიშნოს ისიც რომ მომჩივანი ყოველთვის მზად იყო შეესრულებინა სამხედრო ვალდებულება მაგრამ იგი ცნობილ იქნა სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებელ პირად სამხედრო ექიმის მიერ. ამ შემთხვევაში, მომჩივანის სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლობა სახელმწიფოს აზრით ეფუძნებოდა დღეში ოთხჯერ ინსულინის გაკეთების აუცილებლობას. სახელმწიფოს შეეძლო არ გაცდენოდა თავისუფალი შეფასების ზღვარს საკუთარი შეიარაღებული ძალების ეფექტური ორგანიზების და საქმიანობის თვალსაზრისით მაგრამ დაეშვა მომსახურების ალტერნატიული ფორმის შესაძლებლობა იმ პირებისთვის რომლებიც მომჩივანის მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან. აშკარაა რომ მომჩივანი მზად იყო ალტერნატიული სამოქალაქო მომსახურება გაეწია რასაკვირველია თუ ამის საშუალებას შვედეთში არსებული კანონმდებლობა დაუშვებდა როგორც ეს დაშვებული იყო იმ პირებისათვის ვინც უარს ამბობდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე საკუთარი მრწამსის გამო. Yთუ გავითვალისწინებთ რომ სამოქალაქო მომსახურებას სჭირდება იგივე ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა რაც სამხედრო სასმახურს სამოქალაქო მომსახურების ალტერნატიული ფორმის ადაპტირება იმ მომჩივანების საჭიროებაზე რომლებიც იგივე მდგომარეობაში არიან როგორც მომჩივანი უნდა იყოს შესაძლებელი ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ მოცემულ საქმეში ეროვნულმა უწყებებმა ვერ შეინარჩუნეს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების ინტერესის დაცვას და მომჩივანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას შორის. ეროვნულმა უწყებებმა დაადგინეს განსხვავებული მოპყრობა მათთვის ვინც შეუფერებელია მომსახურებისთვის და არ ეკუთვნის სადაო გადასახადის გადახდა და მათთვის ვინც შეუფერებელია სამსახურისთვის მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვალდებულია გადაიხადოს დაწესებული გადასახადი. ეს სტანდარტი არ არის გონივრული და შესაბამისი დემოკრატიულ საზოგადოებებში არსებულ პრინციპებთან. დასკვნა: დარღვევა (ერთხმად) © ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (www.coe.int/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან (http://hudoc.echr.coe.int) ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: [email protected] . © Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights (http://hudoc.echr.coe.int) or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact [email protected] . © Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (www.coe.int/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (http://hudoc.echr.coe.int), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : [email protected] . Click here for the Case-Law Information Notes